კლუბები: პანდემიასთან ბრძოლის არადისკრიმინაციული გეგმის შემუშავებამდე 14-15 იანვარს მუშაობას ვაგრძელებთ
კლუბების განცხადებით, მანამ, სანამ პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმა არ შემუშავდება ისინი 14-15 იანვარს მუშობას გააგრძელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, სახელმწიფო ახალი ზომების მიღებასა და გამკაცრებას გადაწყვეტს, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა სარისკო სივრცეს უნდა შეეხოს.
"ეჭვგარეშეა, რომ ისეთი რადიკალური ნაბიჯების შესახებ, როგორიცაა დაგეგმილი და დაანონსებული ღონისძიებების მოულოდნელი გაუქმება, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ გონივრულ ვადაში, რადგან საკლუბო სცენის წარმომადგენლები ამ ეტაპამდე კეთილსინდისიერად ვხელმძღვანელობთ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული რეგულაციების დაცვით, ხოლო ახალი ზომები უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რეგულაციების შესახებ ჯერ დადასტურებული არაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის თავად მთავრობის მხრიდან შესაბამისი შეხვედრების გადავადება", — აცხადებენ ისინი.
კლუბების თქმით, ინფორმაცია იმაზე, რომ ორი კვირის განმავლობაში მუშაობის შეწყვეტის სანაცვლოდ, დაზარალებული სივრცეები კომპენსაციას მიიღებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს კლუბებსა და მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებაში არ ყოფილა. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფომ 31 დეკემბრიდან 16 იანვრამდე ღონისძიებების ჩატარება მათ თავადვე შესთავაზა, ხოლო მომდევნო ღონისძიებების ჩატარების წესებსა და პროტოკოლზე მათ იანვრის დასაწყისში უნდა ემსჯელათ.
ამ ფონზე, კლუბები 14 და 15 იანვარს ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად აფასებენ და ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ აქამდე ჩატარებული ყველა კვლევით, ვირუსის გავცელების კუთხით, საკლუბო სივრცე ერთ-ერთი უსაფრთხოა, გარდა ამისა, მათ დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებისათვის დიდი ხარჯი გაწიეს.
"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე და უსაფრთხო სივრცის იდეის ერთგული წარმომადგენლები, ვიზიარებთ იმ მოსაზრებასაც, რომ ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებამ შეცვალა სურათი არამხოლოდ საკლუბო სცენაზე, არამედ მთელს ქვეყანაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმების მიღწევამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ვირუსთან ბრძოლის იმგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამორიცხავს კლუბების მიმართ კიდევ ერთხელ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მიდგომას. პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმის შემუშავებამდე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 2022 წლის 14-15 იანვრის დღეებში აქამდე არსებული შეთანხმებისა და რეგულაციების შესაბამისად", — ამბობენ კლუბები.
გუშინ 12 იანვარს კლუბ KHIDI-ს დამფუძნებლმა, სოფო ლეჟავამ განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირით კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეუზღუდეს. ებრალიძის თქმით, ამის შესახებ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელ დავით ლეჟავას მთავრობის წარმომადგენლებმა აცნობეს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ღიბრაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო კვენეტაძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ოფიციალური დადგენილებით, კლუბებს მუშაობის უფლება 7 და 8 იანვრის ღამეს, იქამდე კი 31 დეკემბერსა და 1 იანვარს მიეცათ. კლუბში დაიშვებოდნენ სრულად ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი ან 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები. KHIDI-ს დამფუძნებლის, სოფო ებრალიძის ინფორმაციით, მთავრობასთან მოლაპარაკებებისას საუბარი იყო მხოლოდ ამ კლუბში შესვლის კრიტერიუმების გამკაცრებაზე და არა მუშაობის სრულად შეზღუდვაზე.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები