სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პასუხობენ უწყების განცხადებას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ისინი მაინც გაიფიცებიან.

"არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის. ჩვენ მიერ დაანონსებული ღონისძიებები არის კვლავ ძალაში. 17 იანვარს დასაქმებულები 09:00 საათიდან ვიფიცებით! ხოლო 11:00 საათზე თბილისში იქნება აქცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისთან", — აცხადებენ ისინი.

თანამშრომელთა გაფიცვამდე ერთი დღით ადრე, სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააანონსა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომდევნო თვიდან სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება.

გაიგე მეტი: