მოლაპარაკების რესურსი არსებობს, გავაგრძელებთ კომუნიკაციას — ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულებზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ გააგრძელებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციას კონსენსუსის მისაღწევად. ამავდროულად, მან გაიმეორა თავად მინისტრის სიტყვები, რომ მათ მიერ შეთავაზებული ანაზღაურება "ადეკვატურია", შესაბამისად, ამ ეტაპზე გაფიცულთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება არ იგეგმება.
"გამოსავალი, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს თანამშრომლებთან, იმისათვის, რომ მივაღწიოთ რაღაცა ტიპის კონსენსუსს. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი თვითმიზანი და საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს სერვისები არ შეუწყდეთ [...]
მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ის შეთავაზება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, გამოიწვევს გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს და ნდობის აღდგენას, მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის და შემდგეომი ეტაპები უკვე ერთად იქნება დაგეგმილი", — განაცხადა ბარკალაიამ.
- ბარკალაიას თქმით, გაფიცვის მიუხედავად, სოციალურ სააგენტოში მოქალაქეთა განცხადებების მიღება გრძელდება
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სოციალური აგენტების ანაზღაურება ორ ნაწილისგან შედგება — ფიქსირებული და გამომუშავებითი. არსებული ფიქსირებული ანაზღაურება არის 250 ლარი, 1-ლი თებერვლიდან კი იგეგმება მისი გაზრდა 400 ლარამდე. უფროსი სოციალური აგენტის ანაზღაურება ამჟამად 550 ლარია, 1-ლი თებერვლიდან კი გახდება 700 ლარი. გარდა ამისა, მათ თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე ემატებათ 6 ლარი, 1-ლი თებერვლიდან კი დაემატებათ 10 ლარი. თამარ ბარკალაიას განცხადებით ამ პირობებით, თოთოეულ სოციალურ მუშაკს საშუალო ხელფასი თვიურად 800, 1 000 და 1 200 ლარი გამოსდიოდა, თუმცა ეს იყო პანდემიამდე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, დროებით მათი ფუნქცია აღარ არის საჭირო და გამოცხადებულია მორატორიუმი. როგორც ბარკალაია განმარტავს, ამ პერიოდში ისინი მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებდნენ.
"პანდემიიდან გამომდინარე ორი წელია მორატორიუმია გამოცხადებული. შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, იქედან გამომდინარე, რომ ისინი ორი წლის განმავლობაში არ მუშაობდნენ, ანუ პანდმეიიდან და მორატორიუმიდან გამომდინარე მათი ფუნქცია არ არის საჭირო. თუმცა, ფიქსირებულ ხელფასს, ბუნებრივია, გასცემდა სააგენტო, იმისათვის, რომ თანამშრომლების შენარჩუნება მომხდარიყო", — განმარტავს ბარკალაია.
მისივე თქმით, ნოემბერში მათ შესთავაზეს სოციალურ აგენტებს მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურების სისტემაზე გადასულიყვნენ — რა შემთხვევაშიც, ლოგიკურად, გაიზრდებოდა ფიქსირებული ხელფასის რაოდენობა, თუმცა გამომუშავებით დამატებით ანაზღაურებას ვეღარ მიიღებდნენ — რაზეც, მათ უარი განაცხადეს.
ბარკალაია ეხმაურება გაფიცულთა მოთხოვნების იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს არის გამომუშავების პრინციპი და ტრანსპორტის ხარჯიც შედის იმ თანხაში, რომელსაც თითოეული ოჯახში შევსებულ დეკლარაციაზე უხდიან. თუმცა ამატებს, რომ განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში წასასვლელად, სააგენტო მათთვის გამოყოფს შესაბამის ტრანსპორტს.
თამარ ბარკალაიას განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან არა მხოლოდ სოციალური აგენტების, არამედ სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის ყველა თანამშრომლის ანაზღაურებამ 40-60%-ით გაიზრდება.
სოციალური სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. დღეს მათი პროტესტის პირველი დღეა. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის პარალელურად, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის კანცელარიის შენობაში ბრიფინგისას განაცხადა, რომ მათ ხელფასების ზრდას უკვე დაჰპირდნენ და გაზრდილი ანაზღაურება მათი შრომის ადეკვატურია.
ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება სააგენტომ ჯერ კიდევ გუშინ, გვიან ღამით, გაფიცვამდე რამდენიმე საათით ადრე გაასაჯაროვა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარიდან 700 ლარამდე. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
გაფიცული თანამშრომლები შეთავაზებულ პირობებზე არ თანხმდებიან. მათი სურთ ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, ასევე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურებას და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისად, დამატებით ანაზღაურებას. სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე, სურთ ხელშეკრულებით განისაზღვროს ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის კურსის გათვალისწინებით. მოთხოვნები ეხება სააგენტოს ცენტრებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდას, რათა "არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება".
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კომენტარები