ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად იმოქმედოს.

"ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმა სამხედრო ძალები გაიზარდოს მცირე დროში და ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ასევე, მცირე დროში აგრესიულად იმოქმედოს უკრაინის წინააღმდეგ. ამან, რა თქმა უნდა, მიიპყრო არამხოლოდ ჩვენი ყურადღება, არამედ ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების არამხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც", — თქვა მან.

ბლინკენი უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩავიდა, ის შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა.

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამის დიპლომატიური მშვიდობიანი გზით მოგვარებას, თუმცა საბოლოოდ, ეს პრეზიდენტი პუტინის გადასაწყვეტია", — აღნიშნა მან.

ბლინკენის თქმით, ეს კრიტიკული დროა უკრაინისთვის.

20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება გერმანიაში, ბერლინში, სადაც განიხილავენ რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.