წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. ეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის მე-5 მცდელობა იყო.

"საკრებულოს ფორმირება დაწყებულია. ვულოცავ ბატონ კორნელი სალიას მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვან, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას და ვუსურვებ მას და მთლიანად მუნიციპალიტეტს შედეგიან, დასამახსოვრებელ, წარმატებულ მოღვაწეობას", — წერს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა საკუთარ Facebook-გვერდზე.

წალენჯიხაში საკრებულოში თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევაზე 4-ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ბოლო სხდომაზე თავმჯდომარედ პარტია საქართველოსთვის წევრი უნდა დანიშნულიყო, თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებთან სხვა თანამდებობის განაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ.