ეს დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ იმის გარკვევის პროცესში ვართ, თუ რეალურად რა დგას ამის უკან — დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი უკრაინასთან დაკავშირებულ დაძაბულ ვითარებაზე აცხადებს, რომ ეს კრიზისი შექმნა თავად რუსეთმა და ისინი ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში არიან, თუ რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს.
"რაც შეეხება რუსეთის საკითხს და რეგიონულ უსაფრთხოებას, კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი ეს დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ იმის გარკვევის, თუ რეალურად რა დგას ამის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები ამ კუთხით. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციებში, რომელიც მიმდინარეობს ამ საკითხის გადასაჭრელად.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს უარყოფით ზეგავლენას არამხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე, არამედ ეს სიტუაცია ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც საშუალება მისცა ევროპას ეარსება, ევროპაში ყოფილიყო სტაბილურობა, განვითარება, კეთილდღეობა დაეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლითაც ვცხოვრობთ. ესაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბევრი სხვა ადამიანის უფლება, რასაც განამტკიცებს ეს ფუნდამენტური ღირებულებები და რაც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისევე ამერიკის შეერთებული შტატების", — განაცხადა მან.
ელჩის თქმით, მიზანია ის, რომ კრიზისი და დაძაბულობა გადაიჭრას დიპლომატიური გზებით.
"ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ეს კრიზისი, დაძაბულობა გადაიჭრას დიპლომატიური გზებით, სწორედ ამიტომ ხვალ ჟენევაში სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს. დღეს ბლინკენი ხვდება მოკავშირე წევრებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას დიმპლომატიური, მშვიდობიანი გზით. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ რუსეთთან დიალოგის გზით, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები", — ამბობს დეგნანი.
კელი დეგნანმა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი და სხვა მრავალი პრიორიტეტი, რაც იქნება საკანონმდებლო სესიების განმავლობაში.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის საქართველოში, რომ იმუშავონ ისეთ საკითხებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორც საგარეო კუთხით, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიაზე, ასევე, შიდა გამოწვევების გადაჭრისთვის, ეს იქნება ეკონომიკური აღდგენა, კოვიდთან ბრძოლა თუ სხვადასხვა სოციალური პრობლემები.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს, რომ თანამშრომლობს საქართველოსთან მრავალი მიმართულებით, მათ შორის, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, განათლება და სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს გამოწვევების გადაჭრა", — აცხადებს ელჩი.
კიევში ჩასვლის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.
20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება გერმანიაში, ბერლინში, სადაც განიხილავენ რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები