უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები, ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და საყვარელი ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეული მცირე მწუხარება.

"გვინდა შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვისთვის. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი", — წერს ის Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას უკრაინაში რუსეთის მიერ "მცირე შეჭრის" შესახებ კრიტიკა მოყვა. ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთის ქმედება "მცირე შეჭრა" იქნება, გამოიწვევს კამათს, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკამ. თუმცა მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი რეალურად გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია და უკრაინაში შეიჭრება, ეს კატასტროფა იქნება მისთვის.

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შოკირებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან განასხვავა "მცირე შეჭრა" და შეჭრა. მისივე თქმით, არასდროს სმენია მსგავსი განცხადება აშშ-ისგან და "ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, რომ სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში".

ამერიკელი სენატორის, რობ პორტმანის განცხადებით, ღრმად შეწუხებულია ბაიდენის განცხადებით და მიაჩნია, რომ ეს საფრთხის დანახვის არასწორი გზაა.

ამავე თემაზე: