გერმანელი ვიცეადმირლის, კაი-აჰიმ შუნბახის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებულ და სხვა განცხადებებს ბერლინი ემიჯნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გერმანული საზღვაო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ პუტინი "პატივისცემას იმსახურებს", ხოლო კიევი ყირიმს მოსკოვისგან "ვერასდროს დაიბრუნებს".

გამოცემის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ბერლინში განაცხადა, რომ ეს კომენტარები გერმანიის პოზიციას არც შინაარსით და არც ფორმულირებით არ ასახავს. Reutes ცნობით, მისი განცხადებების შემდეგ გამოწვეულ კრიტიკას გერმანელი ვიცეადმირალი Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი პირადი აზრი დააფიქსირა, რასაც ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი არ ჰქონია.