თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისმა პირდაპირი ფრენა ჩანიშნა
თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისმა პირდაპირი ფრენა ჩანიშნა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ კომპანიამ პოსტი Facebook-გვერდიდან აიღო. ჯორჯიან ეარვეისი სოციალურ ქსელში მომხმარებლებეს პასუხობდა, რომ პირდაპირი ავიარეისი 28 იანვარს შესრულდება, ხოლო რეგულარული ავიარეისები თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით, პარტნიორ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
როგორც ჯორჯიან ეარვეისში On.ge-ს განუცხადეს, ეს ერთჯერადი, ჩარტერული ავიარეისია და მსგავსი აქამდეც შესრულებულა.
ამასთან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ On.ge-ს უთხრა, რომ ოფიციალურად პირდაპირი ფრენები არ აღდგენილა, ხოლო რა ავიარეისზეა საუბარი, ამას გაარკვევს.
ეკონომიკის სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა. მათი თქმით, 28 იანვარს დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ფრენა წარმოადგენს ერთჯერად ჩარტერულ რეისს, რომლის შესრულებაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რაიმე გამონაკლისის დაშვებას არ საჭიროებს, რადგან საუბარია არა რეგულარულ, არამედ ერთეულ ჩარტერულ რეისზე.
"ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, დაგეგმილი ფრენა მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით, რაზეც მასზე გაიცა ერთჯერადი ნებართვა ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ", — აცხადებენ უწყებაში.
რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო 2019 წლის 8 ივლისიდან, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები