დროამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და ოპოზიციურ პარტიებს თანაავტორებად იწვევს
პარტიამ დროამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და ოპოზიციურ პარტიებს ხელმომწერებად იწვევს. პარტიაში აცხადებენ, რომ ტექსტი მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებულ იმ ვერსიაზე დაყრდნობით შექმნეს, რომელიც საბოლოოდ არ დაინიცირდა: ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით ქართულმა ოცნებამ თითქმის შეთანხმებული რეზოლუციის ტექსტი შეცვალა, რის გამოც თანაავტორობაზე უარი განაცხადეს. საბოლოოდ, ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის ტექსტის საკუთარი ვერსია დააინიცირა.
გთავაზობთ დროას შემუშავებულ რეზოლუციის ტექსტს სრულად:
"ერთგულნი ვართ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპების;
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;
ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და საქართველო თავიანთი სუვერენული ნებისა და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები. რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა;
მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;
მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;
სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს;
მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში".
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას ერთიანი ტექსტის შემუშავება შესთავაზეს. 26 იანვარს პარლამენტში რეზოლუციის ტექსტზე იმსჯელეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ქართულმა ოცნებამ მათ ტექსტის საკუთარი ვერსია წარუდგინა, სადაც შენიშვნები შეიტანეს და ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. მათი ინფორმაციით, შესვენების დროს ქართულმა ოცნებამ რეზოლუციის თავდაპირველი ვერსია დააბრუნა. ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის, ამიტომ ოპოზიციამ მის თანაავტორობაზე უარი განაცხადა.
საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ რეზოლუციის ტექსტის საკუთარი ვერსია დააინიცირა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ "მცდელობა არ დაუკლიათ" სხვა პარტიების მოსაზრებებიც გაეთვალისწინებინათ. ის, ასევე, ამტკიცებს, რომ რეზოლუციის მათი ვერსიის "ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან" და დაცლილია პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები