NDI-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, მოსახლეობის 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-სთვის საერთოდ არ იცვლება, 27% კი ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულების ვითარდება.

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით კი მოსახლეობის 32% ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა.

ფოტო: NDI

საქართველოში საზოგადოების განწყობის კვლევა NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა.

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.