უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპელმა სოციალისტებმაც წარადგინეს, რუსეთი არც ამ ვერსიაშია ნახსენები
ქართული ოცნებისა და დროას შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ევროპელმა სოციალისტებმაც წარადგინეს. რუსეთი არც ამ ვერსიაშია ნახსენები.
გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს სრულად.
"ჩვენ, ევროპელი სოციალისტები ღრმა წუხილს გამოვხატავთ უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო სამხედრო ესკალაციაზე. წინააღმდეგი ვართ ქმედებების, რომელიც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. უკრაინაში სამხედრო ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში.
მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების; ამიტომ, მოვუწოდებთ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ; მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც "მინსკის ხელშეკრულებით" და "ნორმანდიული ფორმატის" გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება შესაძლებელი;
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ჩაერთოს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 იანვარს, ქართულმა ოცნებამ დააინიცირა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთი და მის მიერ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია ნახსენები არ არის. სწორედ ამ მიზეზით, ერთობლივი განხილვების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციამ მას ხელი არ მოაწერა. დღეს, პარტია დროამ რეზოლუციის ტექსტის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და ოპოზიციურ პარტიებს ხელმომწერებად მიიწვია. გარდა ამისა, იდენტური ტექსტით მათ პეტიციაც შექმნეს და რეზოლუციაზე ხელმოწერა პარტიების გარდა მოქალაქეებს, ინდივიდუალურადაც შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხისა და კიევის საქალაქო საბჭოს მხარდამჭერი განცხადება დღეს თბილისის საკრებულომაც გაავრცელა. რუსეთის აგრესია არც ამ მიმართვაშია ნახსენები.
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები