რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისი თქმით, უკრაინიდან თბილისში აქტივისტებთან შესახვედრად ჩამოფრინდა და დეპორტაციის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.

"კიევიდან ჩამოვფრინდი თბილისში, აქტივისტებთან შესახვედრად. მაქვს მოწვევა. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან, უკრაინაში დეპორტაცია მოხდება, სახელმწიფომ მიიღო გდაწყვეტილება არ შემომიშვას ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, გადახდილი მაქვს სასტუმრო, უკანა ფრენა პარასკევისთვის, დეპორტს მიკეთებენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ვიცი ცოტა ხნის წინ ლუბოვ სობოლიც გააბრუნეს აქედან. გასაკვირი ამბები ხდება საქართველოში მეგობრებო", — ამბობს ის ვიდეოში, რომელსაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

2021 წლის 7 ივნისს სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, დმიტრი გუდკოვმა რუსეთი დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. გუდკოვი პირველ ივნისს იჯარის გადაუხდელობის ბრალდებით დააკავეს და ორ დღეში გამოუშვეს. საქმე ეხება არასაცხოვრებელი ფართის იჯარას, რომელზე ხელშეკრულებაც მოსკოვის მერიასთან არის გაფორმებული. პოლიტოსთან ერთად დააკავეს მისი დეიდაც, ირინა ემილოვა. გუდკოვი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.