მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! — პუტინი ზელენსკის
"მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო " — ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს. პუტინმა ეს გამოთქმა, რომელიც სავარდოდ რუსული შაირიდანაა და იძულებას გულისხმობს, ირონიულ კონტექსტში გამოიყენა, როცა მინსკის შეთანხმებაზე საუბრობდა.
"კიევში ხან ამბობენ, რომ არ შეასრულებენ [მინსკის შეთანხმებას], ხან ამბობენ, რომ ეს დაანგრევს მათ ქვეყანას. მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტი არ მოსწონს მინსკის შეთანხმებიდან. ნუ, მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვანაირად არ გამოვა", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართა.
პუტინის ამ განცხადების შემდეგ ისაუბრა ემანუელ მაკრონმაც და ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართანაც 125 000 რუსი ჯარისკაცი დგას და "დიახ, ის ნერვიულობს". მისი თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერის დროს სიტუაცია სხვა იყო.
მაკრონმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია სერიოზულია და ყველამ ერთად უნდა იპოვონ მშვიდობიანი გზა ევროპაში სტაბილურობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ხედვა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე არ ემთხვევა ევროპულ და დასავლურ პოზიციას.
მაკრონი მოსკოვში პუტინს 7 თებერვალს შეხვდა. გასული კვირის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან — 8 თებერვალს, სამშაბათს კი ის კიევში ჩავა. მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი ექნება
26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.
ამასთან, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს თქვა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები