კახა კალაძე

28 Sep. 2022, 12:19

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად მეამაყება ის, რომ ამას ხშირად არასწორად ატრიალებენ, არასწორად იყენებენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც არასწორს ვამბობთ — კი, დედაქალაქს, თბილისს ჰყავს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის ავტობუსები და მიკროავტობუსები და ეს რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგვეახლებინა პარკი. შეგიძლიათ, ნახოთ, გადაამოწმოთ მერი ხომ არ იტყუება და ნახავთ, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მოწესრიგებული იმიტომ, რომ ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი, ყველანაირად გამართული, კონდიცირება, გაგრილება, გათბობის სისტემებით. აღჭურვილია შესაბამისი კამერებით უსაფრთხოების თვალსაზრისით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემის მოგვარება? შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა. კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. კი, ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი და მოწესრიგებული. მოუწესრიგებელი იყო ეს ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი ბოგდანები, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრებისთვის და უდიდესი პრობლემა იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო ყვითელი, ძირგამომპალი, გაუბედურებული, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ე.წ. მარშუტკებით. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობას, დავიწვით ხალხი". ეს წარსულს ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლევს სტიმულს, ხვალ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ.

დღეს გვაქვს გამოწვევა, გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, თუ რატომ არის გადაადგილება პრობლემური დედაქალაქში. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა და მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად, ესეც ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანმა 500$-იანი, 700$-იანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება მოახერხოს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს.

გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი. სწორედ ამის გამო კეთდება ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს პრობლემას, არავინ არ გაურბის და უარყოფს იმას, რომ არის დისკომფორტი. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი, ორი მნიშვნელოვანი გამზირი გადათხრილია და მიმდინარეობას უმნიშვნელოვანესი სამუშაოები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი

ქართველი გულშემატკივრების ის თაობა, ვინც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან ერთად გავიზარდეთ, ამ დღეს 30 წელი…