ზურაბ ჯაფარიძე

15 Nov. 2022, 16:38

ვუსმინე ევროკომისარს. დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო. ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე. მერე თქვა, კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განსხვავებით.

მერე ისევ დეოლიგარქიზაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო. სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო, ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი, ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო...

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა "სბროდს", რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტიდასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს "პროევროპული" იმიჯი. გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი. სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი არ იქნება მაგ მიმართულებით, პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება

მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, ტრანსპორტის…