ირაკლი კობახიძე

30 Nov. 2022, 14:24

ეს საერთოდ საოცრებაა, რაც გუშინ მოვისმინეთ. მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ. აქაც იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანა. სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, მათ მშვიდობა აღიზიანებთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან ომის პარტია. მათ ჰქონდათ პირდაპირი განზრახვა და აქვთ, რასაც ვერ მალავენ. გახსოვთ, იგივე დეკანოიძის, ჭიაბერაშვილის, ზურა ჯაფარიძის განცხადებები და ა.შ — ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში...

ისინი, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან, საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც აქვს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად სამარცხვინო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე

პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა, ახალი ალბომის გამოსვლა წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე დააანონსა. სვიფტის მე-11 სტუდიური…