პენტაგონი

14 Jan. 2023, 01:08

რაც შეეხება სოლედარს, ჩვენ კვლავ ვნახავთ ინტენსიურ და მძიმე ბრძოლებს სოლედარისა და ბახმუტის გარშემო, რაც, რა თქმა უნდა, შედარებით ახლოსაა. ჩვენ ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსული ძალების მიერ იქნა აღებული. ვნახეთ რამდენიმე მსგავსი ინფორმაცია პრესაში, კერძოდ, ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას სოლედარის მიდამოებში.

ჩვენი ყურადღება უდავოდ რჩება უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს. რაც შეეხება ბელარუსს, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ვიცით, რომ რუსულმა ძალებმა ჩაატარეს წვრთნები ბელორუსის ჯარებთან, მაგრამ ამ დროისთვის, არანაირი მითითება არ არის რაიმე სახის გარდაუვალი შეტევითი მოქმედების შესახებ. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ