ლევან ხაბეიშვილი

31 Jan. 2023, 17:35

ზედმეტი დრამატიზირების გარეშე ვიტყვი მარტივ რამეს. მიშა სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ აქედან ვუთვლი რუსულ ოცნებას, აი, აქედანვე. მათ ხომ უნდათ ოპოზიცია გაქრეს, ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს. ამას ხომ აკეთებენ მთელი 11 წელია. ძვირფასებო, გაქვთ შანსი. მივმართავ რუსულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს. ხომ არ გინდათ, რომ იყოს ნაციონალური მოძრაობა, ხომ? ანუ, გაქრეს ოპოზიცია. ჩვენ მზად ვართ, ნაციონალური მოძრაობა, თუ ისინი დააყენებენ შედეგს, რომელიც არის მიშა სააკაშვილის თავისუფლება. თავისუფლების სანაცვლოდ, მე, ლევან ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობა მისი თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები მთლიანად, 500-ზე მეტმა წევრმა და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი გაუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არაა საკრებულოებში, პარლამენტში აღარ აქვთ არანაირი ოფისი — ეს ხომ მათი ოცნებაა? ხომ მაგიტომ ჰყავთ პრეზიდენტი სააკაშვილი მძევლად. 

ეს შედეგი თუ დადგება, დღესვე მზად ვართ მეგობრებთან, თანაგუნდელებთან ერთად ზუსტად ათ წუთში ეს პრობლემა მოვაგვაროთ.

განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ მზადაა, ენმ-ს ყველა წევრმა დატოვოს პარლამენტი, საკრებულოები და ცენტრალური ოფისი გადაუფორმოს ბიძინა ივანიშვილს, თუ სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დღეს მომარაგებული გვექნება პირბადეები, წყალი, წყალბადის ზეჟანგი — პიცერია პაცცა

დღეს 19:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას გეგმავენ. პიცერია პაცცა აქციის…