რომან გოცირიძე

24 Mar. 2023, 14:55

ბატონო ირაკლი, თქვენ რომ მოდიოდით, ეტყობა სხვა უჯრა გახსენით კანცელარიაში და სხვა მასალები წამოიღეთ, შარშანდელი მოხსნეება წაიკითხეთ თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად არავითარი ცვლილება. ეს ხომ მოსმენილი გვქონდა. 

ბატონი ბიძინა, "ის ბრძენი კაცი", მოიხსენიეთ მხოლოდ მე-19 წუთზე, დაგიმახსოვრებთ ამას ცუდად, ასე რომ, შეგიძლიათ გამოასწოროთ და კიდევ რამდენჯერმე აღნიშნოთ მისი წვლილი. ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო იმაში, რომ თურმე, ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის წინაშე, თურმე ატომური რაღაცა გველოდება და ვინ არის ამაში დამნაშავე?! დამნაშავე თურმე არის უკრაინა.

მოჰყევით, როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული, როგორ ინგრევა ინფრასტრუქტურა და მთელი თქვენი საუბრის ქვეტექსტი იყო, რომ უკრაინაა დამნაშავე, ვინაიდან მან არ დაუთმო რუსეთს. სად არის რუსეთი, როგორც აგრესორი ნახსენები? სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგ.

რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც ყველანი არიან დასანქცირებულები დასავლეთის მიერ? რა სიტყვებით, ხანდახან რა უხერხული ეპითეტებით მოგიხსენიებენ. ნუთუ, ომში მყოფი ქვეყნისადმი ერთი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ მთელი ნახევარი საათის განმავლობაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ