ცხვრები, და განსაკუთრებით პატარა ცხვრები, რომ უსაყვარლესი არსებები არიან, ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება.

ისინი მზად არიან დაგავიწყონ პრობლემები და თავიანთი გულუბრყვილობითა და მხიარულობით, გული გაგიხალისონ.

მაგალითად ეს ბატკანი უინთერი, ავსტრალიიდან, რომელიც ერთ შეძახილზე ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით გამოიქცევა შენს შესაგებებლად.

როგორც მისი პატრონი ამბობს, უინთერი ბიჭია. ის ზამთარში იპოვეს ძალიან დასუსტებული და მაღალი სიცხით:

"გადავწყვიტეთ მასზე გვეზრუნა".

მეეჭვება, უინთერის პატრონებს, ოდესმე ენანოთ თავიანთი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, პატარა ბატკანი ნამდვილად გამოჯანმრთელდა.