გუშინ, გვიან ღამით, ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემეს და მძიმედ დაჭრეს.

რუსთავი 2-ის ცნობით, დაზარალებული მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება 19-108, გაზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სამინისტრო დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: