სან დიეგოში გამართულ კონფერენციაზე რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ მხოლოდ ორი ფილმის გადაღებას აპირებს, შემდეგ კი სამუდამოდ დაემშვიდობება კინემატოგრაფს.

ტარანტინო აღნიშნავს, რომ ამჟამად ისტორიული ჟანრის ფილმის გადაღებაზე მუშაობს, რომელიც დაახლოებით ბონი და კლაიდის მსგავს თემატიკაზე იქნება და 1930-იანი წლების ავსტრალიაში განვითარდება.

ტარანტინომ, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში 1970-იან წლების კინოს იკვლევდა, თქვა, რომ ჯერ ზუსტად არ იცის რომელ სფეროზე გადაერთვება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება წიგნები ან დოკუმენტური ფილმები.

"საბედნიეროდ, კარიერის დასრულების შემდეგ ისე მომიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეჟისორს, ვისაც კინოს ისტორიაში უარსებია. თუმცა იმედია ჩემი სამსახიობო კარიერაც არ დაავიწყდებათ", - იხუმრა გამოსვლის დროს ტარანტინომ.