ენმ-ს ინფორმაციით, სანდრა რულოვსის მხრიდან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემდეგ, პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი შევა, რომელიც პარტიის პროპორციულ სიაში 28-ე ადგილზეა.

პარტიის მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება პარტიისთვის ცნობილი იყო და არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა:

"ეს არის სანდრას პირადი გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც ჩვენ ვიყავით ინფორმირებული, გუშინ გვქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია. მე სრულიად მესმის მისი, არაფერი გაუგებარი ამ გადაწყვეტილებაში არაა. პატივს ვცემთ მის პირად არჩევანს.“

ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და შესაბამისი მოთხოვნით ცესკოს მიმართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ეს სცილდება ცესკოს კომპეტენციას, რადგან იგი უკვე არჩეული დეპუტატია.