გუშინ და დღეს მსოფლიო მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევაა. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ბევრი ადამიანისთვის ტირილისა და პანიკის საბაბიც გახდა, ბევრისთვის იუმორის წყაროა. მსოფლიო მედიაც ასეთივე ეკლექტურია.

ავსტრალიური NT News-ის პირველ გვერდზე დონალდ ტრამპი მზის როლში გვევლინება: "მაინც ძალიან ცხელა! - ამერიკაში ჯოჯოხეთიც გაიყინა, მაგრამ ჩვენთან მაინც ცხელა!" ვკითხულობთ სათაურში.

ასევე ავსტრალიური Daily Telegraph, აბრევიატურა WTF-ის (what the f*ck) თავისებურ გაშიფრვას გვთავაზობს:

"Will Trump Flourish... or fail" (ტრამპი წარმატებული იქნება თუ ჩავარდება)

Newcastle Herald-ის ობამას პოსტერის ტრამპული ვარიანტი:

The Age-ის გატრამპულები:

ფრანგები, როგორც ყოველთვის, ნიჰილიზმსა და ეგზისტენციალურ კრიზისში გადავარდნენ, ტრამპოკალიფსი:

The Sun ჰომერ სიმფსონის ცნობილი შორისდებულით აღწერს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს:

Daily Mirror და თავისუფლების ქანდაკება:

Daily News ცნობილი სერიალის House of Cards-ის ალუზიას გვთავაზობს, "საშინელებათა სახლი":

იუმორისტული გამოცემა The Onion ტრადიციულად ერთ-ერთ საუკეთესო ხუმრობას აქვეყნებს, "ერი შავ-ბნელი გულის მქონე პრეზიდენტს ირჩევს". ცხადია, ეს ხუმრობა პირველი შავკანიანი პრეზიდენტის არჩევის თემიდან გამომდინარეობს.

ფრანგები არ ჩერდებიან - "ამერიკელი ფსიქოპატი":

Die Zeit - გერმანელები ფრანგების პანიკას აყვნენ:

ხშირია ისეთი სათაურები, როგორებიცაა, "ამერიკა გლოვობს," "შავი დღე გაგვითენდა" და ა.შ. როგორც ხედავთ, მსოფლიო პრესა პანიკაშია, მაგრამ შევხედოთ ნათელ მხარეს - წინ სახალისო 4 წელი გველის.