27 ნოემბერს, თბილისში Google-ის ყოველწლიური ფესტივალი DevFest Tbilisi 2016 გაიმართება. ღონისძიება საქართველოში მეხუთედ ტარდება. Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და საერთო ჯამში 30 ათასზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს. On.ge ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერების შესახებ მოკლე ინფორმაციას გთავაზობთ.

მაიკლ ევერსონი

მაიკლ ევერსონი ლინგვისტი, სკრიპტის მაკოდირებელი, ფონტის დიზაინერი და გამომცემელია. იგი ასოებისა და სკრიპტების უნივერსალურ კოდთა სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე ორი დეკადის განმავლობაში მუშაობდა. ის, რომ დღეს ქართული ასოებით შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთს ვწეროთ, სწორედ ევერსონის დამსახურებაა.

მაიკლ ევერსონი ისაუბრებს ქართული ენის უნივერსალურ კოდთა სისტემაში დამატების ისტორიაზე, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ ჩახლართული აღმოჩნდა სხვა ენებთან შედარებით. მთავარი საკითხი კი, მთავრული ასოების უნივერსალურ კოდთა სისტემაში დამატება ინება.

ტატო კუტალია

ანდროიდ დეველოპერი, RxJava ენთუზიასტი, Myvideo.ge-ს ყოფილი დეველოპერი. ტატო კუტალია ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის Reactive Programming?
  • რატომ გვჭირდება?
  • რა პრობლემას ჭრის RxJava?
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ?
  • RxJava ანდროიდში

პაულ ლამერთსი

რამდენიმე წელია პაულ ლამერთსი ხელმძღვანელობს Google-ის დეველოპერების და ჰოლანდიის ანდროიდის მომხმარებელთა ჯგუფს. მას ჩაუტარებია საჯარო გამოსვლები და ვორქრშოფები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მომხსენებელი საქართველოს წელს პირველად ესტუმრება. წლების მანძილზე მას უმუშავია წამყვანი დეველოპერის პოზიციაზე ანდროიდის მიმართულებით.

სანდრო დოლუა

სანდრო დოლუას საუბრის თემა ტიპოლოგია იქნება. მას ათწლიანი გამოცდილება აქვს სტრუქტურულ ინჟინერიაში. სანდრო შეეცდება აჩვენოს, თუ რატომ არის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი სტრუქტურა.

სალომე ვახტანგაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სალომე ვახტანგაძე Google-ში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა.

აკაკი რაზმაძე

აკაკი რაზმაძე ჯეოლაბის ლექტორია და უნიკოდის შესახებ ისაუბრებს. თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევები სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა პრობლემას უქმნის. ერთიანი სტანდარტის შემუშავება კი შესაძლოა გამოსავალი სულაც არ იყოს.

გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე სიმენსის ავტომატიზაციის ფაბრიკის უფროსი პროგრამული არქიტექტორია. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ავტომატიზირებულ ინჟინერიაზე, ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ პროგრამირებაზე მომუშავე გუნდებს.

"გადარჩი და გაიზარდე" - მამალაძე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მოჰყვება, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს დიდი პროგრამული დიზაინი "ყველაფრის სწორად" კეთების გარეშე.

DevFest თბილისი 2016 ტექნოპარკში გაიმართება. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების #7.