CNN-ის ექსკლუზივი: რუსეთი ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს ფლობს
ამერიკული ტელეარხი CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ფლობენ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით. CNN-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს მიაწოდეს. ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა, CNN რამდენიმე მნიშვნელოვან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელთა შორის არიან როგორც კონგრესის, ისე უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსნები. ტელეარხის ცნობით, ობამასა და ტრამპს შეხვდნენ CIA-ის, FBI-ის, NSA-სა და ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებმაც შეხვედრაზე წარმოადგინეს 35-გვერდიანი საიდუმლო ანგარიშის ორგვერდიანი მიმოხილვა.
CNN-ის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ეხება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ჰაკერული თავდასხმის მეთოდით, საუბარია იმის შესახებ, რომ რუსული სპეცსამსახურები წინასაარჩევნო პერიოდში ფლობდნენ ინფორმაციას როგორც ჰილარი კლინტონის, ისე დონალდ ტრამპის შესახებ, თუმცა, მათ მხოლოდ კლინტონის მაკომპრომეტირებელი მასალები გაასაჯაროვეს (ე.წ. იმეილების სკანდალი).
როგორც CNN აცხადებს, ამერიკულ სპეცსამსახურებს არ აქვთ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ტრამპის მაკომპრომეტირებელ მასალებს ფლობს, თუმცა, მათი ანგარიში და ეჭვები ეყრდნობა ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, MI6-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სარწმუნოდ იქნა მიჩნეული, რადგან მას 1990-იან წლებში ჰქონდა რუსეთში მუშაობის გამოცდილება, გარდა ამისა, ის ევროპაში ფლობს კერძო სადაზვერვო-საგამოძიებო კომპანიას და მნიშვნელოვან ინფორმაციაზეც მიუწვდება ხელი. CNN-ის ცნობით, ამერიკის სპეცსამსახურების ლიდერებმა ობამასა და ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაზვერვო წრეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ტრამპისა და რუსეთის კავშირების შესახებ. ტრამპის თანაშემწეებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის კი აქტიური კავშირი იყო სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში.
როგორც CNN-სთვის გახდა ცნობილი, ტრამპისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირის გამოძიება ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს, ჯერ კიდევ გასულ წელს დაუკვეთეს დონორებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფიციალურად დასახელდა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატად, ამ გამოძიების დაფინანსება გააგრძელეს ჰილარი კლინტონის მხარდამჭერმა დონორებმა.
CNN-ის მცდელობა, რომ ინფორმაცია ბრალდებების, ასევე სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისა და ტრამპის საიდუმლო შეხვედრის შესახებ, ოფიციალურადაც დადასტურებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა. ყველა მხარემ უარი თქვა ტელეარხთან ამ საკითხზე საუბარზე.
მართალია, დონალდ ტრამპი ჯერ არ გამოხმაურებია CNN-ის ამ კონკრეტულ მასალას, თუმცა მან ტვიტერზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დაწერა, რომ "ცრუ ახალი ამბები არის პოლიტიკური კუდიანებზე ნადირობა".
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მუდმივი აპელირება იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, არის "სიცრუე" და ეს ემსახურება ორ ქვეყანას შორის "ურთიერთობების გაუარესებას". პესკოვისვე თქმით, რუსული სპეცსამსახურები არ ფლობენ არანაირ კომპრომატს ტრამპის შესახებ და ისინი საერთოდ არ არიან დაკავებული მსგავსი საქმიანობით.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები