ბილაინთან (შპს მობიტელი) სახელმწიფო კომპანიები, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ხელშეკრულებას აღარ გააფორმებენ. ტენდერში, რომელშიც მხოლოდ ის მონაწილეობდა უარყოფითი შედეგით დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესყიდვის უარყოფითი შედეგით დასრულების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ აისახა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიიჩნევენ, რომ ბილაინი (შპს მობიტელი) სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში გასამარჯვებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. კომპანიას, დღევანდელი მდგომარეობით, არ შეუძლია სატენდერო წინადადების ერთ-ერთი მოთხოვნის, მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე თაობის - 3G-ს უზრუნველყოფა.

ფოტო: ფოტო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

ტენდერში მონაწილეობას არ იღებდნენ ბილაინის კონკურენტები - მაგთი და ჯეოსელი. მიზეზებზე მათ პრესსამსახურში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.