მაღლაფერიძის გეგმა: თანამშრომელთა ოპტიმიზაცია და ყველა გადაცემის შეჩერება მოამბის გარდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის სამწლიანი განვითარების გეგმა წარადგინა.
მაღლაფერიძის განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა".
მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებელი იმყოფება კრიზისში, რაც შემდეგი გეგმით უნდა დაიძლიოს:
- მაუწყებლის ყველა პლატფრომაზე ყველა გადაცემისა და ყველა წარმოების შეჩერება საინფორმაციო გამოშვებების გარდა;
- თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია;
- გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსაახლებლად;
- მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თქმით, ტელევიზიაში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ამორტიზებული შენობა:
"ამჟამინდელი შენობა ვერანაირ ტექნოლოგიურ ჩარევას ვერ გაუძლებს, შეუძლებელია რემონტის ჩატარებაც".
მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ არქივი ინახება არასათანადო პირობებში და არსებობს მისი განადგურების რისკი.
ახალი დირექტორი მიუთითებს იმაზეც რომ, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნია არცერთი რეგიონული ოფისი და რომ ამჟამინდელი ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული განვითარებაზე:
"2006-დან 2016 წლამდე 410 მილიონია დახარჯული და აქედან, მხოლოდ 5 პროცენტი - ტექნიკაზე".
ახალმა გენერალურმა დირექტორმა ასევე რეიტინგზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შიდა კვლევით საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად კარგავს მაყურებელს:
"წლიდან წლამდე რეიტინგი მიდის ქვემოთ. ჩვენი მონაცემებით, გარდაუვალია ტექნიკური კოლაფსი და მაუწყებლობის შეწყვეტა".
საბიუჯეტო გეგმა
ვასილ მაღლაფერიძის გეგმით, 2017 წელს, ოპტიმიზაციის შედეგად 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება, 2017-2019 წლებში კი, ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლგიურ გადაიარაღებაზე და არქივის გაციფრულებაზე, დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.
ინფრასტრუქტურა
დაგეგმილია 9 რეგიონული ოფისის შეძენა და აღჭურვა, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის შექმნა, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება ტელევიზიაში და თანამედროვე ვებ-საიტის შექმნა.
სავარაუდო თარიღები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ 2018 წლის ბოლომდე, ახალი შენობა მოეწყობა და ტექნიკურად აღიჭურვება. მისივე თქმით, რეგიონალური ოფისების შესყიდვა თუკი მესამე კვარტალში დაიწყება, დასრულდება 2018 წლის ბოლოს. ხოლო, ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნა შესაძლებელი გახდება 11 თვეში, ანუ გადაცემები დაიწყება 2018 წელს, 2019 წელს კი გავა მაქსიმალურ სიმძლავრეზე. ხოლო, 2019 წელი იქნება მართვის ახალი მოდელის დამკვიდრება.
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
კომენტარები