ტელეკომპანია პირველის ეთერში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ახალ ტოქშოუს, რეაქციას იწყებს. როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, გადაცემა თებერვლის ბოლოდან გავა ეთერში.

რეაქცია ეთერში სამშაბათსა და პარასკევს, 19 საათზე დაიწყება. როგორც გადაცემის აღწერაშია მითითებული, ეს იქნება ტოქშოუ, სადაც განიხილავენ მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს: "აუდიტორიასთან ერთად, ჩვენი სტუმრები იქნებიან ის ადამიანები, ვინც თავად არ მონაწილეობენ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ ვის ცხოვრებაზეც პირდაპირ აისახება ეს გადაწყვეტილებები".

ინგა გრიგოლია რეაქციას წლების განმავლობაში ამზადებდა ტელეკომპანია იმედზე.