მოამბის თანამშრომლების ნაწილს, რეორგანიზაციის გამო, ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა მოამბის თანამშრომლების ნაწილს, არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდათ. ინფორმაცია 13 თანამშრომელთან ხანმოკლე ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, მოამბის ჟურნალისტმა, ლაშა მესხმა ფეისბუკში გაავრცელა.
"ფარსია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა მოამბე საფრთხის ქვეშ არ არის. მე როგორც მოამბის კორესპონდენტი და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ ცვლილებები შესაძლოა, სწორედ მოამბიდან მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს," - ასე შეაფასა ლაშა მესხმა ჟურნალისტების ნაწილისთვის გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულების მიზეზი.
მისი შეფასებით, მსგავსი მოკლევადიანი ხელშეკრულებები თანამშრომლებს სტრესულ ვითარებაში აგდებს და მათ მიმართ უპატივცემულობაა. „მოამბე საფრთხეშია და დიახ მაუწყებელში კვლავ იდევნება განსხვავებული აზრი!" - დასძენს ის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, მოამბეში დიდი ხანია დაგეგმილია ცვლილებები და პროცესი მიმდინარეობს, რაც კადრების გადახალისებას და "თანამშრომლების სიმწირის ამოვსებასაც" გულისხმობს.
"რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე იყო ეს შეთავაზება გაკეთებული. თუმცა, ჩვენ მათ შევპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი მოკლევადიანი ხელშეკრულებები აღარ დაიდოს და საბოლოო ჯამში, შევჯერდებით, როგორ ვაგრძელებთ მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას," - განმარტა გვიმრაძემ.
მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე მიიჩნევს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულება არ აისახება თანამშრომლების მოტივაციაზე.
"შეიძლება იყოს სტრესული გარემო, შეიძლება - არა. ალბათ, არის. მეორე მხრივ, როცა ადამიანი მუშაობს და სანამ მას აქვს შანსი, რომ საკუთარი კვალიფიკაცია დაადასტუროს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შექმნას, რაც შეიძლება, მაღალი ხარისხის პროდუქტი," - ამბობს ია ანთაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გუშინ, 6 თებერვალს მედიას და სამეურვეო საბჭოს საკუთარი ხედვა წარუდგინა. მაღლაფერიძე, სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, ფულის დაზოგვის მიზნით, გეგმავს 2018 წლამდე მაუწყებლის 101 გადაცემის შეჩერებას. დირექტორს ხედვაში საინფორმაციო გამოშვენა მოამბის შეჩერებაზე სუბარი არ იყო.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები