ირაკლი მამალაძე ციანიდზე: დეკანოზმა დამირეკა და მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა
ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში იმაზე, საუბრობს, თუ რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ.
როგორც მამალაძე ჰყვება, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას სთხოვა ციანიდის შოვნა, თუმცა მისივე თქმით ეს არ გამხდარა პროკურატურაში მისვლის საბაბი. მამალაძე აცხადებს იმასაც, რომ დეკანოზის განზრახვა მეგობრებსაც გაუზიარა:
"როდესაც მამა გიორგიმ ციანიდის შოვნა მთხოვა, მაშინვე დავეჭვდი, თუმცა ეს არ გამხდარა ჩემი პროკურატურაში მისვლის საბაბი. მომდევნო შეხვედრაზე დავრწმუნდი რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას. მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში. როდესაც ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე".
გიორგი მამალაძე ინტერვიუში ჰყვება, რომ დეკანოზმა ტელეფონზე დაურეკა და თხოვნა გაუმეორა:
"მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა პერსპექტივა გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას. ამ ზარის შემდეგ სხვა გზა აღარ მრჩებოდა, პროკურატურაში მივედი. მე მივაწოდე ინფორმაცია რომ ციანიდის შოვნას მთხოვდნენ. დანარჩენი რამდენად რეალური იყო ჩემი ვარაუდი, პროკურატურას უნდა დაედგინა. რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემს ვარაუდზე დაყრდნობით არავის დააკავებდნენ, რომ არ ყოფილიყო უკვე გამოძიება და უტყუარი მტკიცებულებები. მამა გიორგის ციანიდი ჩემგან არ შეუძენია, პროკურატურა იკვლევს ვისგან შეიძინა".
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებს ამ ეტაპზე არ აქვთ უფლება საქმის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრონ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ილია მეორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროკურატურა ციანიდის საქმის მტკიცებულებებს გამოაქყვეყნებს.
მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
კომენტარები