დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირს ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.

"საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ [მკვლელობის მცდელობა]," - აღნიშნა მისმა ახალმა ადვოკატმა. მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც ციანიდის აღმოჩენაზეა საუბარი, იქ, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფებოდა, ექვსი საათის შემდეგ მიიტანეს.

ახალი ადვოკატი საქმეზე დაკავებული დეკანოზის ძველ ადვოკატებთან ერთად იმუშავებს. მას პროკურატურისთვის გაუთქმელობის პირობა არ მიუცია.