საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება. მაუწყებლის მისამართი არ იცვლება. ახალი შენობა ძველის გვერდით, კოსტავას 68 ნომერში აშენდება.

არხის მენეჯმენტი გეგმავს, რომ 2018 წელს მაუწყებელმა უკვე ახალ შენობაში იმუშაოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება უცნობია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველმა მენეჯმენტმა ე.წ. ინტეგრირებული ნიუსრუმის ასაშენებლად ტენდერი რამდნიმე თვის წინ გამოაცხადა. თუმცა, მაშინ ტენდერი მაუწყებლისთვის ახალი შეთავაზების გამო შეჩერდა.

მას შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, ჰყავს, რომელის იდეაც იყო ტელევიზიის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი შენობა გარემონტებულიყო. თუმცა, ახლა ეს იდეაც არ ხორციელდება.