NASA Cassini-ს ემშვიდობება - სატურნის მისია დასასრულს უახლოვდება
1997 წლის 15 ოქტომბერს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმოსური მისია გაეშვა. Titan IV ტიპის რაკეტამ კოსმოსში Cassini–Huygens ხომალდ გაიყვანა. მისიამ, რომელშიც ორი კოსმოსური ხომალდი შედიოდა, ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი პლანეტისკენ აიღო გეზი.
კასინი ორბიტერი ხომალდია, რომლის მისიაც სატურნის ორბიტაზე გასვლა და სხვადასხვა მონაცემების შეგროვებაა, ხოლო ჰიუგენსი თანამგზავრ ტიტანზე უნდა დამჯდარიყო.
2004 წლის პირველ ივლისს, შვიდწლიანი მოგზაურობის შემდეგ, Cassini–Huygens სატურნის ორბიტაზე გავიდა. იმავე წლის 25 დეკემბერს ჰიუგენსი კასინის გამოეყო და თავისი მისიის შესასრულებლად თანამგზავრ ტიტანისკენ გაფრინდა. 2014 წლის 14 იანვარს ჰიუგენსი ტიტანზე დაჯდა.
ეს ტიტანის ზედაპირის ფოტოა, რომელიც ჰიუგენსმა დაჯდომის შემდეგ გამოაგზავნა:
კასინი 20 წელიწადზე მეტია კოსმოსში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებს უამრავი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩენინა. მაგალითად, ენცელადზე არსებული ოკეანე და იქ მიმდინარე ჰიდროთერმული პროცესები. ტიტანზე არსებული მეთანის ზღვები, წვიმები, ტბები და მდინარეები.
ეს მნიშვნელოვანი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება, რადგან კასინის საწვავი უმთავრდება და იმისთვის, რომ პლანეტის ის მთვარეები, რომლებზეც სიცოცხლის არსებობის პირობები და შანსები არსებობს, დედამიწიდან ჩატანილი გარე ნაგვისა და ბაქტერიებისგან დავიცვათ, ნასამ გადაწყვიტა, ხომალდი სატურნის ატმოსფეროში შეუშვას და გაანადგუროს.
თუმცა ვიდრე კასინი სატურნის ატმოსფეროში დაიწვება, ის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან მონაცემს მოგვაწვდის.
დამასრულებელი მისიის შესრულებისას კასინის ანტენა დედამიწისკენ იქნება მომართული და ყველა მონაცემს ჩვენკენ გამოუშვებს. ის სატურნსა და მის რგოლს შორის ჩაიფრენს, გადაიღებს ფოტოებს, მოაგროვებს ქიმიურ და სხვა ტიპის ინფორმაციას.
22 აპრილს კასინი ტიტანს ჩაუფრენს და თვითგანადგურების მისიას დაიწყებს. ხომალდი სატურნსა და მის რგოლს შორის პირველად 26 აპრილს ჩაიფრენს, ამ მანევრის განხორციელებას ნასა 22-ჯერ შეეცდება, ხოლო 2017 წლის 15 სექტემბერს კასინი, 20 წლიანი ერთგული მუშაობის შემდეგ, სატურნის ატმოსფეროში შევა და ყველას დაგვემშვიდობება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები