თურქეთის რეფერნდუმში მონაწილე მოსახლეობის უმეტესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პრეზიდენტ ერდოღანისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას მხარი დაუჭირა. სააგენტო ანადოლუს ცნობით, დათვლილია ხმების 100-ვე პროცენტი, საიდანაც კი 51,18-მა პროცენტმა შემოხაზა, ხოლო არა - 48,82-მა პროცენტმა.

რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე 17 აპრილს ჩატარდა. რეფორმის შედეგად თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავა.

როგორი იქნება ახალი კონსტიტუცია

დრაფტის თანახმად, მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.

პრეზიდენტს აირჩევენ 5 წლით და მაქსიმუმ 2 ვადით.

  • პრეზიდენტს ექნება უფლება პირდაპირ დანიშნოს საჯარო მოხელეები, მათ შორის მინისტრები;
  • პრეზიდენტი დანიშნავს ერთ, ან რამდენიმე ვიცე პრეზიდენტს;
  • პრემიერ-მინისტრის ოფისი გაუქმდება;
  • პრეზიდენტს შეეძლება ჩაერიოს სასამართლო სისტემაში, რომელიც ერდოღანის აზრით, ფეტულა გიულენის გავლენის ქვეშაა;
  • პრეზიდენტი გადაწყვეტს გამოცხადდეს თუ არა საგანგებო სიტუაცია.