საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ახალი შეთანხმების მიხედვით ქართველ სტუდენტებს უნგრეთის მთავრობის სტიპენდიებით უცხოეთში სწავლა შეეძლებათ:

"ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ეკონომიკურ პროექტებს. ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტში სწავლა შეეძლებათ, უნგრეთის მთავრობის სტიპენდიებით".

კვირიკაშილის თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროინტეგრაციაზე და ოკუპაციის თემაზე.