კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი კახა ბექაურია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მხოლოდ კახა ბექაურია. ის კომისიის სხვა წევრებმა ერთობლივად წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომისია მის კანდიდატურას კენჭს 2 მაისს უყრის.
მაუწყებლობის შესახებ კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე მხოლოდ ერთი ვადით, სამი წლის განმავლობაში, აირჩევა თანამდებობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძეა.
2016 წლის 8 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბექაურს და მის ცოლს - ეკა ბერიძეს ეკუთვნით ოთხი ბინა თბილისში, ერთი ბინა დუშეთის რაიონში, არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართი თბილისში, ავტოფარეხი დუშეთში და მსუბუქი ავტომობილი Toyota RAV4.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ბექაურის საბანკო ანგარიშებზე 41 347 ლარი, 18 013 ამერიკული დოლარი, 3 001 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი და 71 ევრო ირიცხებოდა. ეკა ბერიძეს კი 58 015 ლარი, 2 ამერიკული დოლარი და 7 ევრო. 2016 წელს ბექაურმა კომისიაში 233 988 ლარი გამოიმუშავა. მისმა ცოლმა 2015 წელს კი 318 407 ლარი.
ბექაური კომუნიკაციების კომისიაში საქმიანობის გარდა ბიზნესითაც არის დაკავებული. მას ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯის წილის 33,33 პროცენტი, მისი ცოლი კი ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ბექაურსვე ეკუთვნის წილები კომპანიებში შპს სხვა არხი და შპს მეგაპოლის კლასიკი.
კომუნიკაციების კომისიაში მუშაობის დაწყებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე (2012 წლის მარტი-დეკემბერი) ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობაში მყოფი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიაში, მეცხრე არხში, დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010-2011 წლებში კი, ტელეკომპანია მაესტროში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები