საზოგადოებრივი მაუწყებელში გადაცემებისთვის გამოცხადებულ კონკურსში 153 განაცხადი შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ არხი ავრცელებს.

153 განაცხადიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერისთვის ცხრა გადაცემა უნდა შეირჩეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი (48) განაცხადი შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით შევიდა, ყველაზე ნაკლები კი - შემეცნებით- გასართობ მიმართულებაზე.

თემატურად განაცხადები შინაარსობრივად ასე გადანაწილდა:

სოციალური მიმართულება - 28 განაცხადი

  • სოციალური თოქ-შოუ - 28 განაცხადი.

კულტურის მიმართულება - 40 განაცხადი

  • კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა - 21 განაცხადი;
  • კულტურის სიახლეების მიმოხილვა - 19 განაცხადი.

შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულება - 48 განაცხადი

  • ჯანსაღი ცხოვრება - 2 განაცხადი;
  • სოფლის მეურნეობა - 5 განაცხადი;
  • ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება - 41 განაცხადი.

საბავშვო-ახალგაზრდული მიმართულება - 29 განაცხადი

  • საბავშვო შემეცნებითი გადაცემა - 17 განაცხადი;
  • საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა -12 განაცხადი.

შემეცნებით-გასართობი მიმართულება - 8 განაცხადი

  • კულინარიული შოუ - 8 განაცხადი.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთ თემატიკაზე ცხრა გადაცემის შესარჩევად კონკურსი 3 აპრილს გამოაცხადა. გადაცემებს მოწვეული ექსპერტებითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 12-კაციანი ჟიური შეაფასებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  1. დრამატურგი - თამარ ბართაია;
  2. სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი;
  3. მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე;
  4. სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი;
  5. წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი - თეო მაზმიშვილი;
  6. სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი - რუსუდან მანჯგალაძე;
  7. დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი - კოტე ჯანდიერი;
  8. წარმოების დეპარტამენტის უფროსი - თემურ გოგოლაძე;
  9. ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი - კახაბერ ბუხრაშვილი;
  10. კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი - რუსუდან ახვლედიანი;
  11. ონლაინ მედია ხელმძღვანელი - თამარ კაციტაძე.