თბილისის საქალაქო სასამათლომ დაზარალებულად მიიჩნია და პროკურატურას დაავალდებულა დაზარალებულად ცნოს ირაკლი ხოფერია, მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ინფრომაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ხოფერიას ინტერესებს იცავდა.

"ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით განცხადებით თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორს მიმართა, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა არც ზემდგომმა პროკურორმა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე არ არსებობდა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის საფუძველი," - აცხადებს საია.

პროკურატურის მიერ მიღებული უარის შემდგომ, საიამ 2017 წლის 21 აპრილს სასამართლოს მიმართა.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება.