აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ინციდენტის დროს პირველმა საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. ამის შესახებ თორდიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც წინ შსს-ს მიერ შუალედური შედეგების გასაჯაროება უსწრებდა.

თორდია ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურმა ისეთი კადრები არასწორი რაკურსით გაავრცელა, რომელიც ზუსტად არ ასახავს იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს.

"მე არ მახსოვდა, რომ პირველმა ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა. ამ კადრებიდან დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რაზედაც მოყვა ჩემი რეაქცია," - თქვა ფარცხალაძემ და საქართველოს პარლამენტსა და თავმჯდომარეს კომისიის შექმნა სთხოვა, რადგან მისთვის შეუძლებელია სიმართლის დამტკიცება.

"მე მას ვარწმუნებ, რომ ამ სიტუაციიდან ასე მარტივად ვერ გამოვა, არის სხვა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ მირტყავს პირველი ოთარ ფარცხალაძე და შემდეგ, მისი თანმხლები პირები," - აღნიშნა თორდიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დგინდება, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია.

13 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თორდია თავდასხმას თავისი სამსახურის მიერ ფარცხალაძის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირებს.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შორის ინციდენტი კერძო დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენებით განეიტრალდა.