თბილისში დაკარგული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბაქოში, სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს. მისივე ცნობით, მუხთარლი მეგობარს დაუკავშირდა და ადვოკატის დახმარება ითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან მიიღეს და დამატებით არაფრის თქმა შეუძლიათ.

თბილისში დაიკარგა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც გუშინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მისმა მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ უკვე მიმართა პოლიციას. აფგანი ერთ წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე მას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა.

შსს-ს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

წაიკითხეთ: აზერბაიჯანისთვის არასასურველი პირები საქართველოდან გაძევების მოლოდინში