საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი გუშინ, 30 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრებმა შეიტანეს. კანონპოროექტით, იკრძალება საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა.

On.ge-მ პარლამენტიდან კანონპროექტის ასლი გამოითხოვა. კანონპროექტს ხელს აწერეს საპარლამენტო უმრავლესობის 21 წევრი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან:

ფოტო: On.ge

  1. ეკა ბესელია;
  2. ოთარ დანელია;
  3. არჩილ თალაკვაძე;
  4. ვანო ზარდიაშვილი;
  5. ირაკლი სესიაშვილი;
  6. ლევან გოგიჩაიშვილი;
  7. ბექა ნაცვლიშვილი;
  8. გია ჟორჟოლიანი;
  9. გრიგოლ ლილუაშვილი;
  10. სოფო კილაძე;
  11. თეიმურაზ კოხრეიძე;
  12. რომან კაკულია;
  13. რატი იონათაშვილი;
  14. მარიამ ჯაში;
  15. ბექა ოდიშარია;
  16. ირაკლი ბერაია;
  17. ზაზა გაბუნია;
  18. გელა სამხარაული;
  19. დავით სონღულაშვილი;
  20. სიმონ ნოზაძე;
  21. დავით მათიკაშვილი.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე შეზღუდვები არ აქვთ. თუმცა, კონსტიტუციის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერი ჩნდება, რომლითაც "მიწა არის უნიკალური რესურსი", რომლის გასხვისების წესების განსაზღვრაც კანონმდებლობაში იგეგმება.