10 ივნისს, თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში. ისინი Birja Mafia-ს წევრების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავებას აპროტესტებდნენ და რეპერებს მხარდაჭერას უცხადებდნენ.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით, დემონსტრანტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით, მსვლელობით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის პარალელურად, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის მტკიცებითაც, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, არც ერთი მოქალაქე გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა. პრემიერი განცხადებაში წერს, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას.

Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია, 10 ივნისი, 2017

ფოტო: მაკო ჯაბუა / On.ge

გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.