კალაძე: მიუღებელია, რომ პოლიციელის მხრიდან ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება თბილისში, Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერ აქციას და ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, როგორც ეს პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა.
"თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი უწყების თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია", – ამბობს კალაძე.
კალაძის თქმით, ის ენდობა პოლიციას და მიუღებელია, რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს პოლიციელებს. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა და თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, დაისჯება.
კახა კალაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს ქართული ოცნებიდან. ამის შესახებ მისი თანაგუნდელები ღიად საუბრობენ. არჩევნები რამდენიმე თვეში, 2017 წლის შემოდგომაზე იმართება. სანამ კალაძე Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებზე ამ განცხადებას გაავრცელებდა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ რეპერებს. აღნიშნულ განცხადებებს კი წინ უძღოდა მასშტაბური აქცია, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 10 ივნისს გამართა.
აქცია რუსთაველის გამზირზე რეპერების დუეტის, Birja Mafia-ს წევრების, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 9 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუსიკოსებს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები