საქართველოს პარლამენტმა შვიდი თვითმმართველი ქალაქის - გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების დადგენილება მიიღო. ამით 12 თვითმმართველი ქალაქიდან ეს შვიდი გაუქმდა. დადგენილების პროექტს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი იყო.

დადგენილების ამოქმედების ვადა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დანიშვნის დღე განისაზღვრა.

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია, On.ge

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მანამდე გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის საკრებულოები დაეთანხმნენ.