ომბუდსმენი: უნივერსიტეტში არმიღების კრიტერიუმი, გამოუსწორებელი დეფექტი, დისკრიმინაციულია
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნას, რომლის მიხედვით, პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება, "აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი." ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან და არის დისკრიმინაციული.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნებში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მსგავსი ჩანაწერი არ არის გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით და აღნიშნულ ჯგუფებს გაუმართლებლად უზღუდავს მსახიობის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას:
"განათლების უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უმაღლეს განათლებას, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის გარეშე, რამდენადაც ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა დაკავშირებულია ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანთან და პიროვნულ განვითარებასთან."
ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ამოიღოს დრამის ფაკულტეტზე მისაღები საკონკურსო მოთხოვნებიდან დისკრიმინაციული ჩანაწერი და დაიცვას თანასწორობის პრინციპი ნებისმიერი აბიტურიენტის მიმართ.
აღნიშნულ საკითხს ომბუდსმენი მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ამის შესახებ On.ge-მ სტატიის მომზადება გადაწყვიტა.
პროექტის, "ქალები საქართველოდან", ფარგლებში, 26 წლის ნუცა გოგალაძემ დაწერა, რომ მას ბავშვობაში, თამაშის დროს თვალში "შპრიცი" შეერჭო, შედეგად კი 9 წლის ასაკში მთლიანად დაკარგა მხედველობა ცალ თვალში და პროთეზირება გახდა საჭირო .
ნუცა ჰყვება, რომ მან არაერთხელ სცადა თეატრალურ უნივერსიტეტში მოხვედრა, თუმცა ვერცერთ წელს ვერ ჩააბარა:
"გარკვეული პერიოდის მერე ვიგებ, რომ ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან შვიდი ოფიციალური საჩივარი იყო შესული. მთავარი პრეტენზია რეჟისორთან ჰქონდათ, რადგან მე მქონდა "გამოუსწორებელი" ნაკლი (მათი აზრით), მათგან განსხვავებით და უსამართლობა იქნებოდა, მე გავმხდარიყავი სტუდენტი, ისინი კი - ვერა".
თეატრალურ უნივერსიტეტში On.ge-ის განუმარტეს, რომ "გამოუსწორებელი ორგანული დეფექტები" პროფესიასთან და პროგრამულ დატვირთვასთანაა შეუთავსებელი:
"მაგალითად, როდესაც წარმოთქმაა შეუთავსებელი, დარღვეული აქვს პირის აპარატი და აღენიშნება პროგენია ან პროგრანია (ზედა და ქვედა ყბის გამოვარდნა) და მეტყველებაში უშლის ხელს. როდესაც სწორად წარმოთქმა უჭირს სიტყვების, აქვს ძვალსახსროვანი სისტემის დეფექტი და საშიშია სალტოს გაკეთება ისევე, როგორც ამ დროს სპორტსმენებში არ შეიძლება დატვირთვა".
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები