23 ივლისს, Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. "ზაფხულის დღესასწაული", ასე ეწოდება შოუს, სადაც წარდგენილი იქნება მომღერლის ალბომში შესული სიმღერები.

ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს, მათ შორის, ტიმ ჰარისი - ბას გიტარა, მარკ ედვარდსი - კლავიში, საიმონ ლეა - დასარტყამი ინსტრუმენტი, და პოლ სოიერი - გიტარა. ასევე, სპეციალური მოწვევით წარსდგება გორის ქალთა კამერული გუნდი.

კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაზე დადასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.