განიხილება რადიო თავისუფლების გადაცემების აჭარის ტელევიზიის ეთერში გასვლის საკითხი
შესაძლოა, რადიო თავისუფლების პროექტები, "წითელი ზონა" და "ინტერVIEW", ახალი სატელევიზიო სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდნენ.
აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ნათია კაპანაძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და მისი გაგრძელება რადიო თავისუფლებასა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს შორის ურთიერთვალდებულების ამოწურვაზეა დამოკიდებული. თუმცა, ნათია კაპანაძის თქმით, აჭარის ტელევიზიისა და მისი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება რადიო თავისუფლების პროექტების ეთერში ხილვა და მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელი რადიო თავისუფლების გადაცემებს ამიერიდან ეთერში არ გაუშვებს. სალომე ასათიანის ბოლო გადაცემა პირველი არხის მაყურებელმა 6 ივლისს ნახა. სწორედ მიმდინარე ზაფხულს შეწყდება გოგი გვახარიას გადაცემის ჩვენებაც.
როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, მან გადაცემები კი არ დახურა, უბრალოდ, კონტრაქტი არ გააგრძელა რადიო თავისუფლებასთან, რადგან უკმაყოფილო იყო თანამშრომლობის ფორმატით. ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელს აღნიშნული გადაცემების შექმნის პროცესში უნდა მიეღო მონაწილეობა და მხოლოდ პლატფორმის ფუნქცია არ უნდა შეესრულებინა.
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ [საზოგადოებრივი მაუწყებლის] გადაწყვეტილება "გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში".
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები