თბილისში უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ის განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყება ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს, უცნობია ისიც, დააკავეს თუ არა ვინმე.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლული გოგო იპოვეს, რომელსაც დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა ყელის არეში.